|
2015-02-10 15:16:51, 1972 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: დღეისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტია
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, დღეისთვის საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტია. ამის შესახებ ნოდარ ხადურმა რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სამინისტრო მუშაობს ყველა მოსალოდნელი რისკის გაანალიზებაზე და ყველა გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კომუნიკაციის საფუძველზე იქნება მიღებული. „EBRD-ის პროგნოზი იყო 4% და გახდა 4,2%, ხოლო ჩვენი პროგნოზი დღეისათვის არის 5%. ჩვენ ცხადია ვმუშაობთ ყველა რისკის გაანალიზებაზე და ეროვნულ ბანკთან, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, თუ რა ვითარება იქნება“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა . მან კომენტარი ასევე ლარის კურსთან დაკავშირებითაც გააკეთა. მისი თქმით იანვარში სამინისტროს მხრიდან ლარის გაცვლით კურსზე დაწოლა არ ყოფილა. „ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იანვარში ლარის გაცვლით კურსზე დაწოლა არ ყოფილა, ანუ ოპერაციულ დონეზე ბიუჯეტი იყო პროფიციტული ეს ნიშნავს, რომ შემოსავლებმა გადააჭარბა ხარჯებს და უახლოესი თვეების განმავლობაში ეს ტენდენცია შენარჩუნებული იმ გეგმის მიხედვით იქნება, რომელიც ჩვენ გვაქვს“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი არსებულ ვითარებას აკონტროლებს და შესაბამის გადაწყვეტილებებსაც მიიღებს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)