|
2023-09-20 11:53:41, 999 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ხულოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სოფელ ვაშლოვანში მიმდინარე ახალი სკოლისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მთავრობის ცნობით, 400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის და კამპუსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. "სკოლაში განხორციელდება გაძლიერებული სწავლება საბუნებისმეტყველო საგნებისა და უცხო ენების მიმართულებით. ახალი სკოლა იქნება სრულად ადაპტირებული, ენერგოეფექტური, განთავსდება ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი. სკოლის ღია მოედანს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია და მოეწყობა ტრიბუნები 250 მაყურებელზე. ხულოს მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია როგორც ადგილობრივი, ისე შიდა სასოფლო და ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია. დღეს თორნიკე რიჟვაძემ ხულო-უჩხოს მიმართულებით 5 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის მიხედვით განხორციელდა არსებული ხიდის რეაბილიტაცია და ახალი ხიდის მშენებლობა. რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს სოფელ უჩხოს, ოქრუაშვილების, გუდასახოსა და კურცხალის მოსახლეობა. დასკვნით ეტაპზეა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ახალი ოფისის და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა ხულოში. თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გამართა, სადაც პროექტების ეფექტიანად განხორციელების და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ხულოში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოების პროცესს გაეცნო. ხულოში მშენებარე გაზსადენის საერთო სიგრძე, როგორც პროექტით არის განსაზღვრული, 6 426 გრძივი მეტრი იქნება და ის 363 ადგილობრივი მოსახლის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. აჭარის რეგიონში, ამჟამად, გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს 4 მუნიციპალიტეტის 13 დასახლებულ პუნქტში. მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების 2022-2024 წლების გეგმის ფარგლებში, აჭარაში, 35 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება, რომელიც 3 696 პოტენციურ აბონენტს მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში",- ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)