21:21 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 10:20:18, 820 ნახვა

პოლიტიკა
TASS - საქართველოს, თურქეთსა და რუსეთს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება

საქართველოს, თურქეთსა და რუსეთს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება. TASS-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (CCI) ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ პადალკომ რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პადალკოს თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და რუსეთ შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხიც განიხილეს.

"ვისაუბრეთ თურქეთი-საქართველო-რუსეთის საბორნე მომსახურებაზე. ახლა 150 მანქანასა და 300 მგზავრზე გათვლილი ბორანი ამოქმედდება, რომელიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს. ეს არ გადაჭრის პრობლემას (საქართველოსთან ლოგისტიკის შესახებ), მაგრამ მაინც დამატებითია...

თუ მოვახერხეთ სარკინიგზო კავშირის აღდგენა, როგორ წავა ის ახალი მარშრუტებით, რომლებსაც ინგუშეთი გვთავაზობს? ან აღვადგენთ ძველ მარშრუტს აფხაზეთის გავლით, რაც გარღვევის მომენტი იქნება",- განაცხადა პადალკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics