|
2023-09-19 12:34:44, 1273 ნახვა
რეგიონი
ბათუმს სასტუმროების ქართული ბრენდ „რუმსის“ სასტუმრო შეემატა
ბათუმს სასტუმროების ქართული ბრენდ „რუმსის“ სასტუმრო შეემატა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, ბათუმში განხორციელებული პროექტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა. „განთავსების ახალი ობიექტის საინვესტიციო ღირებულება 24 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტი კომპანია „აჭარა ჯგუფის ჰოლდინგმა“ განახორციელა. 120-ოთახიან სასტუმროში მოქმედებს ორი საკონფერენციო და ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცე. აღსანიშნავია, რომ ბათუმის რუმსში ამ ეტაპზე დასაქმებულია 150 პირი და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა. ახალი სეზონისთვის დასაქმებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან სასტუმრო კომპლექსს რესტორანი, ბარი და აუზი დაემატება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)