|
2023-09-18 14:49:18, 1233 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო
შუახევის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორთან, ნათელა გოგიტიძესთან და მერიის, განათლების, კულტურისა და სპორტის განყოფლების უფროსთან, მარინა შარაშიძესთან ერთად, ხიჭაურის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს, ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. "სააღმზრდელო დაწესებულებაში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ პატარებმა მიიღონ შესაბამისი სკოლამდელი განათლება. განახლდა ავეჯი, შეძენილი იქნა საბავშვო ლიტერატურა, სათამაშოები, ჰიგიენური საშუალებები და სხვა საჭირო ინვენტარი.
მუნიციპალიტეტის ყველა ბაღი, მათ შორის ხიჭაურის სააღმზრდელო დაწესებულება ავტორიზაციისთვის ემზადება. მასწავლებლებს გავლილი აქვთ აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულები სხვადასხვა მიმართულებით.
დღესვე, ომარ ტაკიძე ჭვანის ბაგა-ბაღში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს გაეცნო და დასაქმებულებს გაესაუბრა. მუნიციპალიტეტში სულ 14 ბაგა-ბაღი და 9 ალტერნატიული ბაღია, სადაც 450-მდე აღსაზრდელია",- ნათქვამია შუახევის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)