13:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 12:57:38, 775 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში პაციენტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში, პაციენტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში,პაციენტთა უსაფრთხოების კუთხით, სახელმწიფოს პოლიტიკაზე, ამ მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მოქალაქეებისთვის, მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სამინისტროს პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, სამინისტრომ პაციენტის უსაფრთხოების 2024-2026 წლების პროგრამა შეიმუშავა.

„პროექტის მიზანი, მაღალი სანდოობის ჯანდაცვის სისტემებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების ჩამოყალიბება,კლინიკური პროცესის უსაფრთხოება,პროფესიული განათლების ხელშეწყობა და ჯანდაცვის სფეროში პაციენტის და მათი ოჯახების ჩართულობის გაძლიერებაა.

შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ , იმ საერთაშორისო სტანდარტებზეც ისაუბრა, რომელთა დაკმაყოფილებაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის 2025 წლიდან სავალდებულო იქნება.

ამასთანავე, გაიზარდა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატი, საკანონმდებლო ცვლილების მთავარი დანიშნულება სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლია.

გარდა ამისა, პაციენტთა უსაფრთხოებასთან და საექიმო გადაცდომებთან დაკავშირებულ საჩივრებს აქტიურად განიხილავს სამინისტროსთან არსებული პროფესიული განვითარების საბჭოც.

თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალის კეთილდღეობა პაციენტების უსაფრთხოების დაცვის გარანტიაა. ამის გათვალისწინებით, სამინისტრო პროფესიული პლატფორმების გაძლიერებაზე მუშაობს.

შეხვედრას სხვადასხვა უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics