|
2023-09-16 15:42:19, 1720 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი, სავარაუდოდ, ზამთარში უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის ემზადება
რუსეთი, სავარაუდოდ, ზამთარში უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის ემზადება,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. მათი ცნობით, 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტამდე პერიოდში რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ძირითადად საჰაერო ხომალდის ფრთოსანი რაკეტებით (ARCV) უტევდა. "არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთმა ზამთრის პერიოდში კვლავ მოახდინოს ამ იარაღების ფოკუსირება უკრაინის ინფრასტრუქტურული ობიექტების წინააღმდეგ. 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის შუალედში, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთმა შორი მანძილის დარტყმები განახორციელა. ამ თავდასხმებისთვის ძირითადად გამოიყენეს საკრუიზო ფრთოსანი რაკეტები (ALCM), განსაკუთრებით, თანამედროვე AS-23a KODIAK. რუსეთი იყენებს სტრატეგიულ ბომბდამშენებს, რათა ეს იარაღები რუსეთის ტერიტორიის სიღრმიდან გაისროლოს", - აღნიშნულია ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაში..
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)