|
2023-09-16 13:30:10, 1151 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო
კასპის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, აღსაზრდელებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა მიულოცეს. ვახტანგ მაისურაძის განცხადებით საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ორგანიზებულად დაიწყო და ბავშვებს დღეს ყველგან არაჩვეულებრივი გარემო დახვდათ. „ჩვენი ერთ–ერთი პრიორიტეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის ხელშეწყობა და პატარა აღსაზრდელების განვითარებაზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, აშენდა ახალი და სრულად რეაბილიტირდა საბავშვო ბაღები, მოეწყო გასართობი სივრცეები. მიმდინარე წელს დაგეგმილია 8 საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამ კუთხით გვაქვს კიდევ სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც “ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)