|
2023-09-12 14:19:24, 1016 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მემორანდუმს ხელი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ და UNFPA საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ მოაწერეს. „მემორანდუმის თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ ანტენატალური მეთვალყურეობისა და ოჯახის დაგეგმვის მიმართულებით, ჯანმრთელობის მომსახურებების დისტანციურად მიწოდების ინოვაციური მიდგომების: ტელემედიცინისა და ტელემეთვალყურეობის სერვისების დასანერგად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. კერძოდ, დაგეგმილია:
მემორანდუმს ხელი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის „საქართველოში COVID-19-ის გავრცელების ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით“ ფარგლებში მოეწერა. პროგრამა ერთობლივად ხორციელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის მიერ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)