|
2023-09-11 16:50:50, 1065 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ მაისურაძემ კასპის ბავშვთა სპეციალიზებული საფეხბურთო სკოლის ყოფილ მენეჯერს მადლობის სიგელი გადასცა
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, კასპის ბავშვთა სპეციალიზებული საფეხბურთო სკოლის ყოფილ მენეჯერს, ავთანდილ ჯალალს მადლობის სიგელი გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ავთანდილ ჯალალი ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელია, შემდეგში კი წარმატებული მწვრთნელი. „კასპში ბავშვთა სპეციალიზებული საფეხბურთო სკოლა1987 წელს გაიხსნა, რომელსაც 36 წელი ავთანდილ ჯალალი უცვლელად ხელმძღვანელობდა. წლების განმავლობაში ის წარმატებით უძღვებოდა კასპში ფეხბურთის განვითარებას. საუკეთესო პედაგოგმა მრავალი თოაბა აღზარდა და მათგან ბევრი ქვეყნის გარეთ, სხვადასხვა ქვეყნის მნიშვნელოვანი გუნდის წევრი გახდა. კასპის მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის ამაგდარ პედაგოგს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს, ხოლო ახალ მენეჯერს ბექა დაბრუნდაშვილს ტრადიციის წარმატებით გაგრძელებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)