|
2023-09-11 13:55:20, 1553 ნახვა
ომი უკრაინაში
ბერბოკი - ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია
ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის გაფართოებას, როგორც რუსეთის ომის აუცილებელ გეოპოლიტიკურ შედეგს,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა უკრაინაში განაცხადა. ბერბოკის თქმით, გერმანია EU-სკენ მიმავალ გზაზე უკრაინის მხარდამჭერია. „ბომბების ქვეშ, რუსეთის ტანკების პირისპირ უკრაინა საკუთარ თავში დარწმუნებული და შემართული დადგა ევროკავშირის გზაზე. უკრაინა დიდი სიმამაცითა და შემართებით იცავს თითოეული ჩვენგანის თავისუფლებას. ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის გაფართოებას, როგორც რუსეთის ომის აუცილებელ გეოპოლიტიკურ შედეგს. ჩვენ უკრაინას გადამწყვეტ მხარდაჭერას ვუცხადებთ მის გზაზე ევროკავშირისკენ... 565 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინაში. ყოველდღე ახალი საშინელება, ყოველდღე ახალი ტანჯვა და სიკვდილი - ეს არის უკრაინელი ხალხის სასტიკი რეალობა... პუტინს სურს ხალხის გატეხვა, დათრგუნვა და დაღლა. რუსეთი არა მხოლოდ კლავს ბომბებით, არამედ ართმევს მომავალს ათასობით უკრაინელ ბავშვს. მათ იტაცებენ ბავშვთა სახლებიდან და სკოლებიდან, რათა გადაასახლონ რუსულ ბანაკებში ან გააშვილონ",- თქვა ბერბოკმა. ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მოულოდნელი ვიზიტით კიევში დღეს, 11 სექტემბერს ჩავიდა. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, ეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მეოთხე ვიზიტია კიევში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)