|
2023-09-11 13:03:33, 1233 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მაღალჩინოსნების პირადი მოგზაურობის თუ სხვა ხარჯების დაფარვა საბიუჯეტო რესურსით ხდებოდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მაღალჩინოსნები პირადი მიზნებისთვის და ხარჯებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტს იყენებდნენ, პრემიერ-მინისტრის გამგზავრების ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მისი თქმით, პრემიერის მოგზაურობისას არც ერთი თეთრი ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. „ის დრო წარსულს ჩაბარდა, როცა საბიუჯეტო რესურსით ხდებოდა მაღალჩინოსნების პირადი მიზნებიდან გამომდინარე მოგზაურობების თუ სხვა ხარჯების დაფარვა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოგზაურობას, როგორც მოგეხსენებათ, არც ერთი თეთრი ბიუჯეტიდან არ დახარჯულა და ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის მეთაურს, აქვს სრული უფლება საკუთარი ხარჯებით მოახდინოს ყველა იმ ხარჯების დაფარვა, რასაც ის საჭიროდ და მიზანშეწონილად მიიჩნევს. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე საზოგადოება, მათ შორის მაშინ როცა დეკლარაცია იქნება შევსებული, ძალიან კარგად ნახავს ამ ხარჯების წარმომავლობასაც. მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, რომ რამენაირად პარალელი გაევლოს იმ ფუქსავატურ და მათ შორის დანაშაულებრივ ქმედებას შორის რასაც ჩვენ წინა ხელისუფლების დროს ყოველდღიურად ვაწყდებოდით, ამ პარალელის გავლება იქნება შეუძლებელი,“- აღნიშნა რიჟვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)