|
2023-09-09 14:52:29, 1783 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენი პარტნიორების მხრიდან სანქციებზე დროში გაწელილ პაუზას ვხედავთ
ჩვენი პარტნიორების მხრიდან სანქციებზე დროში გაწელილ პაუზას ვხედავთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, რუსეთი აქტიურად ცდილობს სანქციებისგან თავის არიდებას და აღნიშნავს, რომ თავისუფალი სამყაროს მხრიდან ახალ გადაწყვეტილებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს . "იალტის ევრიპული სტრატეგიის სამიტზე გაიმართა შეხვედრები და ინტერვიუები. შედგა შეხვედრა სანქციების ჩვენს ჯგუფთან, რომელსაც ანდრეი ერმაკი და მაიკლ მაკფოლი ხელმძღვანელობენ. მოვისმინეთ ანგარიში, რა არის უკვე მიღწეული დღეს პარტნიორებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მხრივ. ასევე, უახლოესი მომავლის გეგმები. ახლა ჩვენ, ჩვენი პარტნიორების მხრიდან სანქციებზე დროში გაწელილ პაუზას ვხედავთ. რუსეთი აქტიურად ცდილობს სანქციებს თავი აარიდოს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ახალ გადაწყვეტილებებს თავისუფალი სამყაროს მხრიდან, რომელმაც თავი უნდა დაიცვას", - განაცხადა ზელენსკიმ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)