|
2023-09-07 14:34:01, 1436 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას დაკავების საქმეზე დარღვევა არ დაადგინა
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს არ დაუდგინა დარღვევა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე. როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, საქმეზე „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია თავისუფლების, უსაფრთხოების უფლების დარღვევას და უფლებების შეზღუდვის გამოყენების ფარგლების დარღვევას. პრესრელიზის მიხედვით, საჩივარი შეეხებოდა 2019 წლის 20 ივნისს, "გავრილოვის ღამის" საქმეზე ნიკა მელიას დაკავებასa და ელექტრონული სამაჯური მიმაგრებას. "სასამართომ დასაშვებად ცნო სარჩელი და დაადგინა, რომ არ მომხდარა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 5 მხულის პირველი პუნქტის დარღვევა - თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. გარდა ამისა, სასამათლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-18 მუხლის - უფლებებს შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები დარღვევას კონვენციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში. ამასთან, დადგინდა, რომ კონვეცნიის მე-5 მუხლის მესამე პუნქტის ფარგლებში ცალკე საკითხი არ წარმოიქმნება",- აღნიშნულია პრესრელიზში.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)