|
2023-09-07 12:37:38, 1296 ნახვა
რეგიონი
ბათუმი ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის - „CORLEAP“ მე-12 შეხვედრას მასპინძლობს
ბათუმში ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის (CORLEAP) ყოველწლიური მე-12 ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველო CORLEAP-ის თანათავმჯდომარე ქვეყნის რანგში მონაწილეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათ ცნობით, კონფერენცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან, ბათუმის მერთან ერთად გახსნა. „ღონისძიებაში CORLEAP-ის წევრი ქვეყნებიდან წარმოდგენილი 50 - მდე დელეგატი, ასევე ათეას მიერ ევროპის საბჭოს კონგრესში და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR) წარდგენილი დელეგაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (ათეა) და ბათუმის მერიის ერთობლივი ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას, ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს რადლოს მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა, პაველ ბრანდა და CORLEAP-ის თანათავმჯდომარემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძემ. CORLEAP-ში აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანა - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანია წარმოდგენილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)