22:00 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-06 14:01:09, 1289 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში, აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების დინამიკას.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვი იზრდება, რაც ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარაში არაბული საინვესტიციო პროექტის განხორციელების და მსოფლიო ლიდერი ბრენდი ROTANA-ს შემოყვანის მნიშვნელობას. პროექტის განხორციელება გონიოში იწყება და ითვალისწინებს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას, რომლის საინვესტიციო ღირებულება 71 მლნ აშშ დოლარს შეადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics