|
2023-09-05 12:11:01, 1226 ნახვა
რეგიონი
ქედაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საავტომობილო გზისა და გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს
ქედაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საავტომობილო გზისა და გარე განათების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, პროგრამის ფარგლებში, წლის დასაწყისში მუნიციპალიტეტის 64 - ვე სოფელში იმართება მოსახლეობასთან შეხვედრები, რომლის მიზანია მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ მოსახლეობამ პრიორიტეტების მიხედვით თავად აირჩიოს საკუთარ სოფელში განსახორციელებელი პროექტები. მიმდინარე წელს მათი ძირითადი მოთხოვნა გარეგანათება და ბეტონის საფარი იყო. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 767 გარე-განათების ბოძი დამონტაჟდა და 1 259 კუბ.მ ბეტონის საფარი მოეწყო. პროგრამის ბიუჯეტი 750 000 ლარია. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მომდევნო წელსაც გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)