|
2023-09-04 22:08:00, 4269 ნახვა
სხვადასხვა
პუტინი და ერდოღანი ვერ შეთანხმდნენ მარცვლეულის ექსპორტის განახლებაზე
რუსეთი და თურქეთი ვერ შეთანხმდნენ „მარცვლეულის შეთანხმების“ განახლებაზე, ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და მისი თურქი კოლეგის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ სოჭში მოლაპარაკებების შემდეგ გაკეთებული განცხადებების მიხედვით. „ჩვენ მზად ვიქნებით განვიხილოთ „მარცვლეულის გარიგების“ აღორძინების შესაძლებლობა, როგორც კი შესრულდება ყველა შეთანხმება რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით“, - განაცხადა პუტინმა შეხვედრის შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა კიევი იმაში, რომ თითქოს უკრაინული მხარე იყენებს ჰუმანიტარულ დერეფნებს ტერორისტული თავდასხმებისთვის, ხოლო რუსეთი უზრუნველყოფდა მარცვლეულის დერეფნის გასწვრივ უსაფრთხოებას. „მინდა, გავიმეორო ჩვენი პრინციპული პოზიცია: ჩვენ მზად ვიქნებით, განვიხილოთ მარცვლეულის გარიგების აღორძინების შესაძლებლობა, ამის შესახებ დღეს კიდევ ერთხელ ვუთხარი ბატონ პრეზიდენტს და ჩვენ ამას გავაკეთებთ, როგორც კი შესრულდება ყველა შეთანხმება რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ჩვენ ახლოს ვართ აფრიკის ექვს სახელმწიფოსთან შეთანხმების დასრულებასთან, სადაც ვაპირებთ საკვების უფასოდ მიწოდებას და თუნდაც უფასო ლოგისტიკის განხორციელებას ამ ტვირთის მიწოდებისთვის. მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია, მიწოდება უახლოეს ორ კვირაში დაიწყება. ჩვენ მზად ვართ, ერთად გავაძლიეროთ ინიციატივები, როგორც თურქეთის პრეზიდენტი დაჟინებით მოითხოვს, დავუბრუნდეთ შავი ზღვის ინიციატივას და მივაწოდოთ მარცვლეული უღარიბეს ქვეყნებს თურქეთთან და კატართან ერთად“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. სხვა თემებზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა თურქეთის გავლით სხვა ქვეყნებში გაზის ტრანზიტისთვის და აღნიშნა, რომ ბოლო 8 თვის განმავლობაში მისმა ქვეყანამ თურქეთს 10 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი მიაწოდა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს, რომ რუსეთსა და უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებები ჰქონდეთ. „უკრაინამ განსაკუთრებით უნდა შეარბილოს თავისი მიდგომები, რათა შესაძლებელი იყოს რუსეთთან ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა ერდოღანმა. ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს, 4 სექტემბერს სოჭში მოლაპარაკებები გამართეს, რომლის მთავარი თემა „მარცვლეულის გარიგების“ განახლება იყო. 17 ივლისს რუსეთი ოფიციალურად გამოვიდა შეთანხმებიდან, რომელიც უკრაინული სურსათის პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტს იძლეოდა შავი ზღვის პორტებიდან. ამის შემდეგ რუსმა სამხედროებმა უკრაინის პორტებისა და კოლიდორების დაბომბვა დაიწყეს. Wall Street Journal დიპლომატებსა და ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთმა უარი თქვა "მარცვლეულის შეთანხმების" განახლებაზე მას შემდეგ, რაც ერდოღანმა "გააბრაზა" რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში აზოვსტალის დამცველების დაბრუნებით და შვედეთის ნატოში შესვლის დამტკიცებით. გაზეთის ცნობით, პუტინმა შემდეგ უგულებელყო ერდოღანის მოთხოვნა, რომელმაც შესთავაზა მოლაპარაკება შეთანხმების გაგრძელებაზე. შეთანხმებიდან გამოსვლამდე რუსეთი არაერთხელ დაიმუქრა გასული წლის 22 ივლისს შეთანხმებული „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან“ გასვლით, იმის მტკიცებით, რომ რუსეთს გარიგების პირობებით მიცემული დაპირებები არ სრულდებოდა. შეთანხმებების შენარჩუნების მომხრე იყო თურქეთის, უკრაინის ხელისუფლება და გაეროს წარმომადგენლები. სოჭის მოლაპარაკებები პუტინისა და ერდოღანის პირველი პირადი შეხვედრა იყო 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ. კრემლმა ჯერ კიდევ მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა, რომ რუსეთი მზად იქნება დაუბრუნდეს მონაწილეობას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შავი ზღვის პორტების გავლით, როდესაც დაკმაყოფილდება მოსკოვის მოთხოვნები რუსული საკვების ექსპორტთან დაკავშირებით. გაერო-მ თურქეთთან ერთად სოჭის შეხვედრამდე მოამზადა ახალი წინადადებები, რომლებიც შეიძლება დაეფუძნებოდეს მარცვლეულის შეთანხმების განახლებას. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა მოსკოვში ვიზიტისას გასულ კვირას ისაუბრა. გაერომ ასევე აღნიშნა, რომ ეს წინადადებები "იძლევა საშუალებას უფრო ეფექტური დაშვება რუსული საკვებისა და სასუქების გლობალურ ბაზრებზე ადეკვატური ფასებით".
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)