22:00 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-01 14:57:04, 1294 ნახვა

რეგიონი
ღვაწლმოსილი მედდა, რუსუდან ჩხაიძე დაჯილდოვდა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე, მარი ზანაქიძემ, ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ "მედინას" ლითოტრიფსიის კაბინეტის მედდა, რუსუდან ჩხაიძე, 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამინისტროს სიგელით დააჯილდოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ქალბატონი რუსუდანი, 48 წელია ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას. აქვს სამედიცინო საქმიანობის გამოცდილება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. სამინისტროს სახელით, ვულოცავთ 70 წლის იუბილეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას. დასაფასებელია, რომ დღემდე აქტიურადაა ჩართული პროფესიულ საქმიანობაში" - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილე, მარი ზანაქიძემ.

უწყების ცნობით, რუსუდან ჩხაიძეს დამთავრებული აქვს თბილისის N1 სამედიცინო სასწავლებელი, ფერშალის სპეციალობა. მუშაობდა ლანჩხუთის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში, ბათუმის მეზღვაურთა საავადმყოფოში ოტორინოლარინგოლოგიურ და სტომატოლოგიურ კაბინეტებში, 2028 წლიდან დღემდე არის ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი "მედინას" ლითოტრიფსიის კაბინეტის მედდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics