22:01 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-01 12:45:16, 1159 ნახვა

რეგიონი
სოფელ ოკამში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც დებეტის გაზრდას ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტით დაგეგმილ მიმდინარე სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერის მოადგილესთან ზურაბ კოპაძესთან, მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.

„წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „მნათობი 2013“ ახორციელებს.

პროექტი, კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 135 450 ლარია.

მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ  წყლის გაზრდილი დებეტით,  სოფელ ოკამის მოსახლეობას წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics