22:00 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-31 10:12:40, 1271 ნახვა

რეგიონი
ქედაში, სპორტული მოედნების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

ქედაში, სპორტული მოედნების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან, საკრებულოს წევრთან ლევან ვერძაძესთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზუნდაგაში მინი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. 

"პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ღობეს, მოეწყობა ხელოვნური საფარი და დამონტაჟდება განათება, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 103 939 ლარია გამოყოფილი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მინი სპორტულ მოედანზე შესაძლებელი იქნება როგორც ფეხბურთის ასევე, კალათბურთის და ფრენბურთის თამაში.

"მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გოგიაშვილებში და სოფელ ხარაულის ცენტრში მდებარე მინი სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 234 433 ლარი დაიხარჯა".- აღნიშნულია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics