|
2023-08-29 17:55:57, 1202 ნახვა
რეგიონი
აჭარაში „დასაქმების ხელშეწყობა ციფრული უნარების განვითარების გზით“ პროგრამის კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა
სასტუმრო Le Meridien-ში დასაქმების სააგენტოს პროგრამის - „დასაქმების ხელშეწყობა ციფრული უნარების განვითარების გზით“ შედეგების შეჯამება და კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თეიმურაზ კახიძე ესწრებოდნენ, რომლებმაც მსმენელებს კურსის დამთავრება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. „პროგრამა ითვალისწინებდა, ინფორმაციულ ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმება/ თვითდასაქმებისათვის საჭირო პროფესიული უნარების შეძენასთან ერთად, დარგობრივი ინგლისური ტერმინოლოგიის შესწავლასა და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული უნარების განვითარებას. სასწავლო კურსი მსმენელებს შესაძლებლობას აძლევს თავი დაიმკვიდრონ საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში, ასევე იძლევა მსოფლიოს მასშტაბით, შესაბამის ვაკანტურ სამუშაო პოზიციაზე დისტანციურად დასაქმების მაღალ შესაძლებლობას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სააგენტოს პროგრამის „FULL STACK დეველოპერის“ პროფესიული სასწავლო კურსის მსმენელთა მიერ შემუშავებული პროექტების პრეზენტაცია. მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო კურსის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი ეფუძნებოდა თანამედროვე მეთოდოლოგიებს და გაჯერებული იყო პრაქტიკული მაგალითებით, რაც მსმენელებს ეხმარებოდა სრული პროცესის გააზრებასა და განხორციელებაში. რეალურ პროექტებზე მუშაობამ კი, ხელი შეუწყო დაეხვეწათ პრაქტიკული უნარები, შექმნათ საკუთარი პორტფოლიო და გამხდარიყვნენ კონკურენტუნარიანები ციფრული ინდუსტრიის ბაზარზე. მიმდინარე წელს სწავლების სრული კურსი 14 მსმენელმა დაასრულა, რომელთაგან ნახევარზე მეტი უკვე დასაქმებულია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)