04:47 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-25 16:52:53, 1377 ნახვა

ომი უკრაინაში
ფინეთმა უკრაინისთვის 94 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ფინეთმა უკრაინისთვის 94 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი კაიკონენის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შეკავების უნარი ევროპასა და ფინეთში მომავალი უსაფრთხოების წესრიგის თვალსაზრისით საკვანძო საკითხია.

"ფინეთისა და ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება. უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შეკავების უნარი ევროპასა და ფინეთში მომავალი უსაფრთხოების წესრიგის თვალსაზრისით საკვანძო საკითხია" - განაცხადა კაიკონენმა.

მედიის ცნობითვე, ომის დაწყების დღიდან ფინეთმა უკრაინას 1.3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics