|
2023-08-24 17:45:37, 1191 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - ღვაწლმოსილი ექიმი, შოთა შარაძე დაჯილდოვდა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქედის მუნიციპალიტეტის განყოფილების უფროსი, შოთა შარაძე სიგელით დააჯილდოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "დღეს ჩვენ ვიმყოფებით აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, სადაც ექიმ შოთა შარაძის პროფესიული საქმიანობიდან გაცილების ღონისძიება იმართება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ბატონ შოთას 27 წლიანი გამოცდილება აქვს. სამინისტროს სახელით მადლობას ვეუბნებით გაწეული ღვაწლისთვის და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს და წარმატებებს ახალ ეტაპზე" - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. მათი ცნობით, შოთა შარაძე პროფესიულ საქმიანობას 70 წლის ასაკში ასრულებს. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, 42 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის 27 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)