22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-24 14:50:47, 601 ნახვა

საზოგადოება
ლელა ჩიქოვანი ავსტრიის ახალ თავდაცვის ატაშეს შეხვდა

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს, თომას მიულმანსა და და ახალ თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ გეორგ დიალერს უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ლელა ჩიქოვანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის გზაზე ავსტრიის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა და დიპლომატებს მადლობა გადაუხადა.

„მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს, თავდაცვის ძალების თავსებადიბის ამაღლებას და შესაძლებლობების გაძლიერებას მოემსახურება. შეხვედრაზე რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მზარდი საფრთხეები საუბრის ერთ-ერთ ძირითად თემას წარმოადგენდა.

ლელა ჩიქოვანის განცხადებით, ამ ფონზე ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიური თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მინისტრის მოადგილემ ავსტრიის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს ინფორმაცია მიაწოდა რეფორმების შესახებ, რომელიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერებას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics