22:50 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-24 09:45:19, 1379 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა დნეპრზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა დნეპრზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი ავრცელებს.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 7 ადამიანი და  ათამდე ობიექტი.

"შუაღამე ძლიერი აფეთქებები დნიპროში. მტერმა ქალაქს რაკეტებით დაარტყა. ერთ-ერთი მათგანი აღმოსავლეთის საჰაერო სარდლობის დამცველებმა ჩამოაგდეს.

განადგურდა სატრანსპორტო ობიექტი. დაშავდა 7 ადამიანი - 3 მამაკაცი და 4 ქალი.

დაზიანებულია ათეული ობიექტი. მათ შორისაა ბანკი, ბენზინგასამართი სადგური, სასტუმრო, სასოფლო-სამეურნეო კომპანია, ავეჯის საწარმო და ადმინისტრაციული შენობა.  ასევე - ორი საცხოვრებელი კორპუსი, 3 ავტობუსი და რამდენიმე მანქანა",- წერს ლისაკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics