22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-23 18:58:03, 673 ნახვა

საზოგადოება
ქადაგიშვილი - არცერთი მევენახე არ რჩება ყურადღების გარეშე, მოვუწოდებ ყველას, პოპულისტური განცხადებების კეთებით კახელ მევენახეებში შფოთის შეტანას არ ეცადონ

ხან კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რომ სახელმწიფომ რთველის დროს გლეხებს და მევენახეებს დახმარება გაუწიოს. ახლა არჩევნები ახლოვდება, ამიტომ უნდათ გულის მოგება და დღეს ეს იდეა წამოაყენეს, - ასე შეაფასა თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა, რთველისთვის გამოყოფილი სუბსიდია მოსავლის გარეშე დარჩენილ გლეხებზეც გადანაწილდეს.

როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან არც ერთი მევენახე უყურადღებოდ არ რჩება, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, პოპულისტური განცხადებებით, მევენახეებში გაუგებრობა შეიტანოს.

მისივე თქმით, სახელმწიფოს აგროდაზღვევის უნიკალური პროგრამა აქვს, რომელსაც ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს.

"არც ერთი მევენახე არ რჩება ყურადღების გარეშე. სახელმწიფოს აქვს აგროდაზღვევის უნიკალური პროგრამა და მოვუწოდებ ყველას, რომ პროპაგანდა და მხარდაჭერა გაუწიოს, მათ შორის, "ნაციონალურმა მოძრაობამ", ამ აგროდაზღვევის პოლიტიკის გატარებას და პერიოდულად, ასეთი პოპულისტური, ყოველგვარ ეკონომიკურ გათვლაზე დაუმყარებელი განცხადებების კეთებით არ ეცადონ, რომ შფოთი შეიტანონ კახელ მევენახეებში", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics