22:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-23 16:23:40, 853 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში სამი ლოკაცია დასუფთავდა, სადაც უკანონოდ იყო განთავსებული სამშენებლო ნარჩენი

დასუფთავების მორიგი აქცია გლდანის რაიონში ჩატარდა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა, სპეცტექნიკის საშუალებით, უკანონოდ განთავსებული სამშენებლო ნარჩენები მუხიანში - ნოზაძის ქუჩიდან, გლდანის I მიკრორაიონის N8 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან და ზაჰესში - შოთაძის ქუჩიდან გაიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ნოზაძის ქუჩაზე ნარჩენების შემკრები ექვსი ახალი კონტეინერიც განთავსდა და მონიტორინგის მიზნით დამონტაჟდა ფოტოხაფანგი. დასუფთავების შემდეგ, სამივე ტერიტორია მოირეცხება.

„მუხიანში მიმდინარე სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე გაეცნენ.

საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის განკუთვნილ კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე - www.tbsg.ge“, აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics