01:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-21 15:58:43, 636 ნახვა

საზოგადოება
გლდანის პირველი მიკრორაიონის N23 კორპუსში საერთო სარგებლობის აივნების გამაგრება დაიწყო

გლდანის გამგეობა რაიონში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის საერთო სარგებლობის აივნების გამაგრებას გეგმავს. ამ ეტაპზე, სამუშაოები პირველი მიკრორაიონის N23 კორპუსში მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, სამი სადარბაზოს საერთო სარგებლობის 15 დაზიანებული აივანი ლითონის კონსტრუქციით გამაგრდება, შეილესება და ჩატარდება სამღებრო სამუშაოები. განხორციელდება მოაჯირების რეაბილიტაციაც.    

„სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ საერთო სარგებლობის აივნები, ასევე, გამაგრდება გლდანის პირველი მიკრორაიონის N23 ა და ბ კორპუსებსა და მეექვსე მიკრორაიონის N10 კორპუსის V სადარბაზოში. 

სამუშაოების ჯამური ღირებულება 350 000 ლარს შეადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics