|
2023-08-21 15:11:15, 1548 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ბათუმში Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება
„საქართველოს ბანკი“, როგორც სტარტაპების ხელშემწყობი ბანკი, ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება 23 აგვისტოს, ბათუმში, Ripple.space - ში გაიმართება, სადაც Data mind -ის თანადამფუძნებელი რატი კუნჭულია საკუთარი სტარტაპის განვითარების გზაზე ისაუბრებს. ის ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას Data mind -ის დაფუძნების ისტორიას მოუყვება, გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ მოიზიდეს $1 მლნ-ზე მეტი ARR და ასევე, ისაუბრებს კომპანიის სამომავლო გეგმებზე. Datamind ქართული სტარტაპია, რომელიც რატი კუნჭულიამ და ვახო ბურჭულაძე-კალანდაძემ 2021 წელს დააფუძნეს. სტარტაპის მიზანია, ბანკებისთვის შექმნას ერთიანი მონაცემთა საცავი, რომელიც მათ კომპლექსური ანალიტიკის შესაძლებლობას მისცემს. ამის გარდა, Datamind მომხმარებლებს ისეთ ინსტრუმენტებს სთავაზობს როგორიცაა: რისკების მენეჯმენტი, მომგებიანობის ანალიზი, მარეგულირებელთან შესაბამისობის რეპორტინგი და საბონუსე სისტემის ავტომატიზაცია. აღსანიშნავია, რომ Datamind 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეოთხე ნაკადის მონაწილეა. ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. დასასწრებად კი ეწვიეთ ბმულს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)