06:34 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-19 14:37:43, 1543 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი ჩერნიგოვის დაბომბვაზე - რუსეთმა ჩვეულებრივი შაბათი ტკივილისა და დანაკარგის დღედ აქცია

ეს არის რა მეზობლობა ტერორისტულ სახელმწიფოსთან, ეს არის ის, რის წინააღმდეგაც ჩვენ ვაერთიანებთ მთელ მსოფლიოს,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ ჩერნიგოვის დაბომბვას.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა ჩვეულებრივი შაბათი ტკივილისა და დანაკარგის დღედ აქცია. 

"ეს არის რა მეზობლობა ტერორისტულ სახელმწიფოსთან, ეს არის ის, რის წინააღმდეგაც ჩვენ ვაერთიანებთ მთელ მსოფლიოს. რუსული რაკეტა მოხვდა ქალაქის ცენტრში, ჩვენს ჩერნიგოვში. მოედანი, პოლიტექნიკური, თეატრი. ჩვეულებრივი შაბათი, რომელიც რუსეთმა ტკივილისა და დანაკარგის დღედ აქცია. არიან დაღუპულები და დაჭრილები.

მოდით, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ მსოფლიოს კონსოლიდაციისთვის რუსული ტერორის წინააღმდეგ. კიდევ უფრო მეტი მივცეთ ჩვენს სახელმწიფოს სიცოცხლის დასაცავად. რუსეთმა უნდა წააგოს ეს ომი, რათა სიცოცხლემ გაიმარჯვოს",- წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, დღეს, 19 გვისტოს რუსმა ოკუპანტება ჩერნიგოვის რეგიონზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 42 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics