01:16 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-19 12:21:58, 799 ნახვა

საზოგადოება
ონის მერი - საძიებო სამუშაოების არეალი გაზრდილია როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე მდინარე რიონის კალაპოტში

საძიებო სამუშაოების არეალი გაზრდილია როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე მდინარე რიონის კალაპოტში,- ამის შესახებ ონის მერმა, სერგო ხიდეშელმა განაცხადა.

ხიდეშელის თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 27 მოქალაქეა გარდაცვლილი, 25 იდენტიფიცირებული, 6 მოქალაქის საძიებო სამუშაოები კი მიმდინარეობს.

"თითოეული ჩვენგანისთვის უმძიმესი დღეებია და უმძიმესი პერიოდი არის. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 27 მოქალაქე არის გარდაცვლილი, 25 იდენტიფიცირებული და 6 მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა ჩართულ პირს, ყველა სტრუქტურას, ყველა სტრუქტურის წარმომადგენელს, თითოეულ მათგანს.

საძიებო სამუშაოები, როგორც მოგეხსენებათ არის აქტიურ რეჟიმში. გადასული არის მძიმე ტექნიკა როგორც მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, ასევე ლოკალურად სტიქიის ზონაში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები", - განაცხადა ხიდეშელმა.

შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics