01:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-18 22:04:59, 879 ნახვა

საზოგადოება
PHR - პროკურატურამ შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო

საქართველოს პროკურატურამ 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ავრცელებს.

PHR-ის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, პროკურატურამ დაადგინა, რომ დავით ბერიაშვილის გარდაცვალება დანაშაულის შედეგია.

„დღეს პროკურატურამ PHR-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და, 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვის სტიქიის ზონაში გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედა, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო.

პროკურატურამ უარი თქვა PHR-ის მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმის პროკურატურისთვის გადაცემას, გამოძიების მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილებით, პროკურატურამ დაადგინა, რომ დავით ბერიაშვილის გარდაცვალება დანაშაულის შედეგია", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 27 ადამიანი ემსხვერპლა. ეძებენ მინიმუმ 6 ადამიანს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics