|
2023-08-18 17:47:18, 1529 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს EarthPix-ის მილიონობით გამომწერი ეცნობა
უმსხვილესი ამერიკული სამოგზაურო პლატფორმა EarthPix-ი მილიონობით გამომწერს ბათუმის ტურისტულ პროდუქტებს აცნობს. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, გვერდის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულმა "ალი და ნინოს“ ვიდეომ უკვე მილიონობით გამომწერის ყურადღება მიიპყრო. "EarthPix-ი, რომლის კონტენტსაც თვის განმავლობაში მილიარდზე მეტი ნახვა აქვს, გამომწერებს აჭარაში მოგზაურობის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, ბუნების, კულტურის, მთისა და ზღვის კონტრასტით მიღებულ ემოციებს ორი თვის განმავლობაში გაუზიარებს. გვერდის დამფუძნებლებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს. EarthPix-ის მიერ შექმნილი ვიდეო კონტენტი გამოირჩევა მაღალი ხარისხით და უნიკალური შინაარსის მქონე ვიდეოებით. იგი აერთიანებს ველურ ბუნებას, ცხოველებს, არქიტექტურასა და სხვადასხვა ტურისტებისათვის მიმზიდველ აქტივობებს, ასახავს მათ საკუთარ პოსტებში, რაც გვერდს ხდის მრავალფეროვანს და დინამიურს მილიონობით აუდიტორიისთვის. EARTHPIX-ის მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის აჭარის ტურისტული პროდუქტების გაცნობა კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)