|
2023-08-18 17:35:36, 1489 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - რუსეთში ყოველთვიურად 20 000-მდე მოქალაქის მობილიზება ხორციელდება
რუსეთში სრულფასოვანი სამობილიზაციო კამპანია და ღონისძიებები გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთში ყოველთვიურად, დაახლოებით, 20 000-მდე მოქალაქის მობილიზება ხორციელდება. "რუსეთში სრულფასოვანი სამობილიზაციო კამპანია და ღონისძიებები გრძელდება. ეს ღონისძიებები გრძელდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველთვიურად. ყოველთვიურად, დაახლოებით, 20 000 მოქალაქის მობილიზება ხორციელდება", - განაცხადა იუსოვმა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად მოიხსენია. 28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა, რომლის ფარგლებშიც 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)