22:40 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-18 15:22:51, 1370 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა - უმსხვილესი ამერიკული სამოგზაურო ინტერნეტ პლატფორმა Earthpix-ი აჭარის ტურისტული მიზიდულობის შესახებ მასალას ამზადებს

უმსხვილესი ამერიკული სამოგზაურო ინტერნეტ პლატფორმა Earthpix-ი აჭარის ტურისტული მიზიდულობის შესახებ მასალას ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, ციფრული მედიის სამოგზაურო პლატფორმა Earthpix-ი, 24 მილიონზე მეტი გამომწერით, მსგავსი პლატფორმების ტოპ ხუთეულშია.

"მაიამიში დაფუძნებული სამოგზაურო ინტერნეტ პლატფორმა აჭარას ციფრული მარკეტინგის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში სტუმრობს. EARTHPIX აუდიტორიას აჭარაში მოგზაურობის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, ბუნების, კულტურის, მთისა და ზღვის კონტრასტით მიღებულ ემოციებს უზიარებს. ერსპიქსს თვეში 400 მილიომზე მეტი ადამიანი სტუმრებს, ხოლო მათი ვიდეოების ნახვების ჯამური რაოდენობა 1 მილიარდზე მეტს შეადგენს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე ინტერნეტ პლატფორმის დამფუძნებლებს შეხვდა და აჭარის პოპულარიზაციის შესახებ დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიის დეტალებს გაეცნო.

EarthPix-ის პლატფორმაზე უკვე განთავსდა "ალი და ნინოს" ვიდეო, რომელმაც მილიონობით გამომწერის ყურადღება მიიპყრო. აჭარაში სტუმრობის ფარგლებში EarthPix-ის წარმომადგენლები შექმნიან და პლატფორმაზე განათავსებენ ფოტო და ვიდეო ქონთენთს ბათუმის, აჭარის ტურისტული ატრაქციების, ზღვის აქტივობების, კულტურული მემკვიდრეობის, გასტრონომიული კულტურის შესახებ",- ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics