02:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-18 12:04:46, 767 ნახვა

საზოგადოება
მარტვილის მუნიციპალიტეტში ავტოავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა - დაკავებულია ერთი პირი

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, 15 წლის ბიჭს ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ველოსიპედით მოძრაობდა. არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics