02:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-17 22:18:42, 1766 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გვარდია - აზოვის ბატალიონი, რომელიც მარიუპოლს იცავდა აღდგენილია და ფრონტზე დაბრუნდა

აზოვის ბატალიონი, რომელიც მარიუპოლს იცავდა აღდგენილია და ფრონტზე დაბრუნდა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელმა, მიკოლა ურშალოვიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, აზოვის მებრძოლებს დაკავებული მონაკვეთი საიმედოდ იცავენ და მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და ტექნიკას მძიმე დანაკარგებს აყენებენ.

''ლეგენდარული სპეციალური დანიშნულების ბრიგადა აზოვი აღდგენილია და დაიწყო საბრძოლო მოქმედებების შესრულება სერებიანსკის ტყის რაიონში'' - თქვა ურშალოვიჩმა.

ცნობისთვის, 2022 წლის სექტემბერში აზოვსტალის დაცვის ლიდერები, მათ შორის აზოვის მეთაური დენის პოკოპენკო, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის შეთანხმების საფუძველზე, მოსკოვმა თურქეთში გაგზავნა, შეთანხმებით, რომ ისინი თურქეთში ომის ბოლომდე დარჩებოდნენ.

თუმცა, 2023 წლის ივლისში აზოვის მებრძოლები სამშობლოში დაბრუნდნენ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, როცა ის თურქეთში გამართული ვიზიტიდან ბრუნდებოდა.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ რუსეთმა თურქეთი და უკრაინა შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics