06:35 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-17 21:43:11, 1885 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - სარკოზის ფანტასტიკური კრიმინალური ლოგიკა რუსეთის აგრესიულ ომებს ამართლებს

სარკოზის ფანტასტიკური კრიმინალური ლოგიკა რუსეთის აგრესიულ ომებს ამართლებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმისა და დონბასის ტერიტორიები უკრაინის ტერიტორიებია და ამიტომ ომის რეალურად შეჩერების ერთადერთი გზა ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის დაბრუნებაა.

„სარკოზის ფანტასტიკური კრიმინალური ლოგიკა, რომელშიც ის ამართლებს რუსეთის აგრესიულ ომებს, კიდევ ერთხელ ავლენს დღევანდელი ომის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მიზეზს. სწორედ დასავლელი ლიდერების მიერ 2008 წელს და განსაკუთრებით 2014 წელს უცხო მიწების მიტაცების პუტინის კრიმინალური გეგმების წახალისებამ ხელი შეუწყო ევროპაში სრულმასშტაბური აგრესიის დაწყებასა და უკრაინელების მასობრივ მკვლელობას“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ დიპლომატია, დისკუსიები და მოლაპარაკებები ერთადერთი გზაა უკრაინაში ომის საკითხის გადასაჭრელად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics