02:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-17 14:51:37, 638 ნახვა

საზოგადოება
ასლან ბჟანიას მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია გაუკეთეს

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია გაუკეთეს. აღნიშნულ ინფორმაციას მედია დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ე.წ. პრესსამსახურის ცნობით, ასლან ბჟანიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენიმე დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც ე.წ. პრეზიდენტი რუსეთში მივლინებას გააგრძელებს.

"საფუძვლიანი დიაგნოსტიკის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - ამბობენ ე.წ. პრესსამსახურში.

ცნობისთვის, 10 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რუსეთში სამუშაო ვიზიტის დროს შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics