03:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-16 12:26:59, 792 ნახვა

საზოგადოება
მარგველიძე - 26 ცხედრიდან 23 იდენტიფიცირებულია - საძიებო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა პირი არ იქნება ნაპოვნი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, სტიქიის ზონაში აღმოჩენილი 26 ცხედრიდან 23 იდენტიფიცირებულია.

როგორც მარგველიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ამ დროისთვის 7 მოქალაქის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

"დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის არის 26-ის ცხედარი ნაპოვნი. გრძელდება 7 მოქალაქის საძიებო სამუშაოები. 26 ცხედრიდან 23 იდენტიფიცირებულია. შოვის ტერიტორიაზე დარჩენილია რამდენიმე ფრაგმენტი, რომელიც დამუშავდება უახლოეს დღეებში. გაგრძელდება საძიებო სამუშაოები მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ იქნება ნაპოვნი",- განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

შეგახსენებთ, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics