03:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-15 19:46:30, 818 ნახვა

საზოგადოება
სიონის ტბაში 15 წლის მოზარდს ეძებენ

სიონის ტბაში 15 წლის მოზარდს ეძებენ. აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში ამბობენ, მოზარდის წყალში გაუჩინარების შესახებ შეტყობინებაა შესული.

"ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და გარდა ამისა, სიონისკენ მიემართებიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი ბაზიდან მყვინთავები",- განუცხადეს "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სიონის ტბაში 15 წლის ბიჭის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენელმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"15 წლის ბიჭი დაიხრჩო სიონის ტბაზე. შემთხვევიდან, დაახლოებით, 20-25 წუთში მოვიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. უფრო მეტს თბილისიდან ელოდებიან ახლა. თიანეთში მეტი არაფერი შეუძლია სამაშველოს. ადგილზე, სადაც უამრავი ადამიანია, მაშველები არ ჰყავთ!"- დაწერა ჩერქეზიშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics