02:32 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-15 14:46:00, 1646 ნახვა

ომი უკრაინაში
შოიგუ - რუსეთი უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებისგან თავს იკავებს, თუმცა გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთი, "ჰუმანიტარული მიზეზების" გამო, უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებისგან თავს იკავებს, თუმცა "ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს“.

როგორც შოიგუმ მოსკოვის XI საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ადრე კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას სამხედრო დანაშაულს უწოდებდა, დღეს კი, "ამ დანაშაულს უკრაინაში სჩადის".

"უკრაინის სამხედრო რესურსი თითქმის ამოწურულია და სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ აჩვენა, რომ დღეს, ბრძოლის ველზე რუსული იარაღისთვის ხელშეუხებელი აღარაფერია",- თქვა შოიგუმ.

მისივე თქმით, რუსეთს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ კოლექტიური დასავლეთი ებრძვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics