|
2023-08-15 13:18:09, 1208 ნახვა
რეგიონი
კასპში ჩიხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ კასპში, ნინოშვილის ქუჩის და კოსტავას ქუჩიდან მერიის შენობის მიმდებარედ ჩასასვლელი ჩიხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი ადგილზე გაეცნენ. "ჩასასვლელი ჩიხების მოწყობის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბინი“ აწარმოებს. პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 88 4777 ლარით ფინანსდება. ამჟამად, არმირებული ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს, შემდეგ მასზე საფეხმავლო ბილიკი, ჩასასვლელი კიბეები და მოაჯირები მოეწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ დამრეცი ჩიხები, რომელიც მოქალაქეებისთვის დღემდე გადაადგილებისთვის საფრთხის შემცველი იყო, მალე კომფორტული გახდება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)