05:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-15 12:10:51, 663 ნახვა

საზოგადოება
შსს - სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 90% გადამოწმებულია

 ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 90% გადამოწმებულია. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტებში.

"ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები სამძებრო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სტიქიური უბედურება შოვში 3 აგვისტოს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 8 პირთან დაკავშირებით  სამძებრო სამუშაოები გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics