05:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-14 17:03:27, 822 ნახვა

საზოგადოება
ქარსელაძე - მეწყერი არ ჩამოსულა, იყო პოტენციური კერა აღმოჩენილი - დღეს რიკოთი არის უსაფრთხო

რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოსულა, მეწყერი არ გააქტიურებულა, არამედ იყო პოტენციური კერა აღმოჩენილი,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

როგორც ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რიკოთი უსაფრთხოა.

"რიკოთზე ამჟამად დაწესებულია სპეციალური რეჟიმი. სპეცრეჟიმის დაწესების საფუძველი იყო 149-ე კილომეტრზე არსებული გზიდან 200 მეტრში აღმოჩენილი პოტენციური მეწყრის კერა და აღნიშნული სიტუაციის შეფასების საფუძველზე, სპეციალისტების მიერ მიჩნეული იქნა როგორც მომატებული საფრთხე და შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დროებით დაგვეკეტა იმისთვის, რომ გაგვეფართოებინა გზა, სამჯერ გაგვეზარდა დამაგროვებელი, შესაბამისი კედელი მოგვეწყო, ანუ ყველა იმ პირობით აღგვეჭურვა, რა პირობითაც უკვე აღნიშნული მონაკვეთიც იქნებოდა შესაბამისად უსაფრთხო.

გარდა ამისა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, რომელიც შესაძლებლობას მოგვცეს წინსწრებად ისევე, როგორც მთელი ეს დროებითი დაკეტვა და შემდგომი პროცედურები, შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მაქსიმალურად თავიდან არიდებული იყოს პოტენციური რისკიც კი.

შესაბამისად, ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოსულა, მეწყერი არ გააქტიურებულა, არამედ იყო პოტენციური კერა აღმოჩენილი, რომელზეც შესაბამისი წინმსწრები, გამაფრთხილებელი ღონისძიებები ჩატარდა და დღეს რიკოთი არის უსაფრთხო",- აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics