05:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-14 15:35:41, 782 ნახვა

საზოგადოება
სააგენტო - ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს, თუმცა ქვეყანის ტერიტორია კვლავ თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ რჩება

მიმდინარე კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა გასულ კვირასთან შედარებით 2-3◦C-ით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 34◦C-36◦C მიაღწიოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 35◦C-37◦C-ს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა  31◦C-36◦C, მაღალმთაში  26◦C-31◦C-მდე მოიმატებს. 

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics