06:44 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-14 12:58:29, 695 ნახვა

საზოგადოება
ლოჯისტიკის სარდალმა თავდაცვის ძალებიდან ჩართული ქვედანაყოფების მეთაურებს დღის გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნო

შოვში, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებები დილიდან განახლდა. ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა, კახა ტაბატაძემ თავდაცვის ძალებიდან ჩართული ქვედანაყოფების მეთაურებთან ერთად დღის გეგმას გადახედა და ძებნის სამუშაოებთან დაკავშირებით ახალი დავალებები გააცნო. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საველე მართვის პუნქტიდან ლოჯისტიკის სარდალმა სტიქიის ეპიცენტრში გადაინაცვლა და სამხედროების მუშაოების პროცესს ადგილზე დააკვირდა. 

"თავდაცვის ძალები შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით ათ ლოკაციაზე ახორციელებს ძებნა-შველის ღონისძიებებს. უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში ძებნის სამუშაოებს მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის პირადი შემადგენლობა მაშველებთან ერთად, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით ახორციელებს.

მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტების 54-კილომეტრიან მონაკვეთზე მონიტორინგსა და წერტილოვან ძებნის სამუშაოებში ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა, რეზერვისტები და მაშველები არიან ჩართული. მდინარეების კალაპოტში ეროვნული გვარდიის ის სამხედრო მოსამსახურეები აწარმოებენ მონიტორინგს, რომლებსაც მდინარის ფორსირებისა და სამძებრო სამუშაოების სპეციალური კურსი აქვთ გავლილი",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics