06:44 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-14 11:12:17, 730 ნახვა

საზოგადოება
კობახიძე შოვზე - დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, მეტი ადამიანის გადარჩენა შეუძლებელი იყო

არის უამრავი სპეკულაცია, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც არის უბრალოდ ძალიან მძიმე სპეკულაცია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად აღნიშნა, შოვში დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, მეტი ადამიანის გადარჩენა შეუძლებელი იყო.

"ვისაც უნახავს ადგილზე ის ლოკაცია, სადაც მოხდა სტიქია, ვინც ადგილზე გაეცნო ვითარებას, ყველა აბსოლუტურად დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, მეტი ადამიანის გადარჩენა იყო უბრალოდ შეუძლებელი ერთი მარტივი მიზეზის გამო - იყო მყისიერი სტიქია და ღვარცოფის მასა წამოვიდა მყისიერად, ძალიან დიდი სიჩქარით. აქედან გამომდინარე, ვინც სამწუხაროდ, მოჰყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები 9 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics