03:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-13 11:18:35, 944 ნახვა

მსოფლიო
უკრაინას სურს გამორიცხოს ისრაელი რამშტეინის ფორმატიდან და ქვეყანასთან სავიზო რეჟიმი დააწესოს- Kyiv Post

უკრაინა განიხილავს ისრაელის რამშტეინის თავდაცვის ჯგუფიდან ამოღებას. ამის შესახებ Kyiv Post-ი წერს. რამშტეინის საკონტაქტო ჯგუფში შედიან ნატოს 30 და 24 სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ყველა მათგანი კიევისთვის სამხედრო დახმარების საკითხებს ეხება.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში Kyiv Post-ის წყაროებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ისრაელი უკრაინას სამხედრო დახმარებას არ უწევდა. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რამშტეინის ფორმატში შეხვედრებზე განხილული ინფორმაცია ისრაელმა გამოიყენოს საკუთარი ვიწრო ინტერესებისთვის, მონაცემების რუსეთში გადაცემამდე.

გარდა ამისა, კიევი განიხილავს ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას, აღნიშნავს გაზეთი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ ინიციატივის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

გამოცემა Kyiv Post-ში გავრცელებული ცნობების ფონზე, ცნობილი გახდა, უკრაინელი ლტოლვილებისთვის ისრაელში უფასო მკურნალობის შეწყვეტის შესახებ. ამავდროულად, თავად ისრაელი ცდილობს მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები ათასობით ებრაელი პილიგრიმისთვის, რომლებიც ყოველწლიურად ჩადიან უმანში ებრაული ახალი წლის აღსანიშნავად. მუდმივი დაბომბვით შეუძლებელია ამ გარანტიების მიცემა, აცხადებენ წყაროები Kyiv Post-თან.

ისრაელმა დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ქვეყანა კიევს სამხედრო დახმარებას არ უწევს, მაგრამ რეგულარულად ახორციელებს ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების მიწოდებას.
ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ არაერთხელ თქვა, რომ ისრაელის იარაღი, საომარი მოქმედებების მონაწილე ქვეყნებისთვის მიწოდების შემთხვევაში, შესაძლოა მესამე მხარის მეშვეობით მოხვდეს ირანის ხელში და შემდგომში გამოყენებული იქნას ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასე რომ, ნეთანიაჰუს თქმით, მოხდა დასავლური ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, რომელსაც „ებრაელები პოულობენ თავიანთ საზღვრებზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics